ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორი ადელი ახალ მუსიკაზე მუშაობს და პარალელურად, აქტიური საჯარო ცხოვრებისგან თავს იკავებს.

თუმცა, რთულია, რომ პაპარაცებს დაუძვრე, როცა ადელი ხარ და თან, როცა ნიუ-იორკის ქუჩებში გამოდიხარ სასეირნოდ.

30 წლის მუსიკოსი მაშინ დააფიქსირეს, როცა ხმის ჩამწერი სტუდიისკენ მიემართებოდა. მას ბალენსიაგას პალტო და კრისტიან ლუბუტენის ჩექმები ეცვა.

დემნა გვასალიას მიერ შექმნილი პალტო ბალენსიაგას 2019 წლის კოლექციიდანაა. მისი შეძენა ონლაინ 1 841 გირვანქა სტერლინგად [$2 414] არის შესაძლებელი.