თავდაცვის მინისტრი ლევა იზორია პარლამენტში სამინისტროდან წასული მფრინავის, ეკატერინე ქვლივიძის საქმეს შეეხო. მისი თქმით, ქალის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტს არ ჰქონია. როგორც მინისტრმა განმარტა, ქვლივიძე 2017 წელს აშშ-ში კაპიტნის საკარიერო კურსებისთვის მიავლინეს.

"დისკრიმინაცია, რომ იყოს ქალს ხომ არ გაუშვებდნენ ამ ძალიან საპასუხისმგებლო კურსებზე? მან გაიარა სხვა დამატებითი კურსები, რომელიც ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტს ათეულობით ათასი დაუჯდა", — აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ ქვლივიძეს კონტრაქტი ავალდებულებდა, არ დაეტოვებინა უწყება.

ლევან იზორია ამბობს, რომ ქვლივიძე უწყებიდან ერთი წლის წინ წავიდა და ამ ხნის განმავლობაში მას არც სამინისტროს მაკონტროლებელი ორგანოს ფარგლებში და არც მის გარეთ ამაზე უსაუბრია. მისივე თქმით, ის მზადაა, ქვლივიძეს შეხვდეს და ამ თემაზე ესაუბროს.

ყოფილი მფრინავის, ეკატერინე ქვლივიძის განცხადებით, გენდერული დისკრიმინაციის გამო იძულებული გახდა, უწყებიდან წამოსულიყო. მისი თქმით, ხელმძღვანელმა უთხრა, რომ უწყების ინტერესებში არ შედიოდა ქალი მფრინავზე დაეხარჯა არსებული მცირე რესურსები. მისივე თქმით, ამ დროს ხელმძღვანელის ფუნქციას სამხედრო მოსამსახურე სიმონ წიკლაური ასრულებდა.

დღეს, 4 აპრილს პარლამენტის სხდომაზე, სადაც თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უსმენენ ქვლივიძე სტუმრის სტატუსით არ შეუშვეს. ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, სხდომაზე არშეშვების მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "რისკების გამორიცხვა" დაასახელა.