ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 21 ივლისს გაიმართება. ამჟამინდელ დე ფაქტო ლიდერს, რაულ ხაჯიმბას უფლებამოსილება 2019 წლის 25 სექტემბერს უწყდება.

რაულ ხაჯიმბა დე ფაქტო პრეზიდენტად პირველად 2014 წელს აირჩიეს, შესაბამისად მას შეუძლია კენჭი მეორედაც იყაროს.

როგორც დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაშია აღნიშნული, პრეზიდენტი უნდა იყოს აფხაზური ეროვნების, 35-წლიდან 65 წლამდე პირი. ერთსა და იმავე პირს პრეზიდენტობა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეუძლია.

მიმდინარე წლის 9 ივნისს ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს.