312 მომხრე, 311 წინააღმდეგი — დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ბრექსიტის გადავადებას მხარი დაუჭირა, რაც ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს ამ შეთავაზებით ოფიციალურად უნდა მიმართოს. აღნიშნული კანონი რომ ძალაში შევიდეს, მას მხარი პარლამენტის ზედა, ლორდთა პალატამ უნდა დაუჭიროს მხარი. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ბრექსიტის გადატანასთან დაკავშირებით ევროკავშირი მიიღებს.

პირველ აპრილს პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ შეეცდება ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა 22 მაისამდე გადაიტანოს. ევროკავშირი საკითხს საგანგებო სხდომაზე 10 აპრილს განიხილავს.

დაუსრულებელი ბრექსიტი

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა ევროკავშირიდან გასვლა 2016 წლის რეფერენდუმზე დაუჭირეს მხარი. ბრიტანეთი ევროკავშირს 1973 წელს შეუერთდა და გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მას დატოვებს.

თავდაპირველად ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ და ევროკავშირმა გამოსვლის გეგმა შეიმუშავეს, რომელიც პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. გარდა ამისა, პარლამენტი ვერ ჩამოყალიბდა ბრექსიტის ალტერნატიულ გეგმაზე. ალტერნატიულ გეგმებში შედიოდა როგორც ახალი რეფერენდუმის ჩატარება, ისე ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვება.

ტერეზა მეიმ ბრექსიტის გადატანით ევროკავშირს უკვე მიმართა. ევროკავშირმა ბრიტანეთს ორი ვადა განუსაზღვრა — 12 აპრილი და 22 მაისი. თუ თემთა პალატა მეის გეგმა არ მიიღებს, ქვეყანა ევროკავშირიდან 12 აპრილს საერთოდ შეთანხმების გარეშე დატოვებს. თუ დარჩენილ მოკლე დროში პარლამენტი დაამტკიცებს შეთანხმებას, რომელიც აქამდე მან სამჯერ უარყო, მაშინ გამოსვლა დასრულდება 22 მაისს დასრულდება.