კაპიტანი მარველი ოფიციალურად მილიარდელია. მარველის ფილმის შემოსავალმა სულ ცოტა ხნის წინ გადააჭარბა აღნიშნულ ციფრს.

საერთო ჯამში, მარველის კინოსამყაროს 21-მა ფილმა კომპანიას $18 მილიარდზე მეტი მოგება მოუტანა.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ეკრანებზე რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა, ის ლიდერობას მაინც არ თმობს და შემოსავალს დღითი დღე ზრდის.

მილიარდიანი შემოსავალი ოფიციალურად აღნიშნა მთავარი როლის შემსრულებელმა ბრი ლარსონმაც.

"ჩვენი გოგო მილიარდელთა კლუბს შეუერთდა", - დაწერა მსახიობმა და ფანებს დიდი მადლობა გადაუხადა.

უნდა ითქვას ისიც, რომ კაპიტან მარველი სუპერგმირ ქალზე გადაღებული პირველი ფილმია, რომლის მოგებამაც მილიარდს გადააჭარბა. DC-ის ვანდერ ვუმენის შემოსავალი ამ ეტაპისთვის მხოლოდ $821 მილიონია.