2019 წლის 4 ოქტომბერს კინოეკრანზე ჯოკერის შესახებ გადაღებული ფილმი გამოვა, რომელშიც მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.

რამდენიმე წუთის წინ კინოსტუდია Warner Bros. Pictures-მა ფილმის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

ფილმის შესახებ ბევრი ინფორმაცია ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია. თუმცა, ვიცით ის, რომ კინოსურათში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ჯოკერის დედის პერსონაჟზეც გაკეთდება. ამ როლზე კინოსტუდიამ ფრენსის კონროი დაამტკიცა.

გარდა ამისა, ამავე ფილმში ვიხილავთ რობერტ დე ნიროსაც, რომელიც კინოსურათში ერთ-ერთი გადაცემის წამყვანის როლს მოირგებს. სწორედ ამ პერსონაჟს მიუძღვის დიდი წვლილი იმაში, რომ ჯოკერი შეშლილ კრიმინალად გადაიქცა.