დღეიდან ბრუნეიში საზარელი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ერთი და იმავე სქესის ადამიანების სექსუალური ურთიერთობა დასჯადი ხდება და მათ ჩაქოლვით სიკვდილი მიესჯებათ.

ახალ კანონი უკვე რამდენიმე დღეა დიდი პროტესტის მიზეზია ჰოლივუდში. ვარსკვლავები ერთმანეთის მიყოლებით ბოიკოტს უცხადებენ ყველა იმ სასტუმროს, რომელსაც ბრუნეის სულთანი ჰა­სან ალ ბოლ­კი­ა­ჰი ფლობს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ბრუნეის ანტი-გეი კანონი დაგმო ჯორჯ კლუნია იყო. კლუნმა თავის კოლეგებს და მეგობრებს მოუწოდა, თვალი არ დაეხუჭათ ჰასან ალ ბოლკიაჰის საშინელ გადაწყვეტილებაზე და დაეგმოთ ადამიანების სიკვდილით დასჯა.

"როდესაც ამ სასტუმროების მომსახურებით ვსარგებლობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ფულს იმ კაცს ვუხდით, რომელმაც საზარელი კანონი მიიღო და დააწესა ქვით ჩაქოლვა საკუთარი მოქალაქეებისთვის", - ამბობს კლუნი.

კლუნის ამ ნაბიჯს გამოეხმაურა ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესიც, რომელმაც ყველას მოუწოდა ბოიკოტი გამოეცხადებინათ იმ ცხრა სასტუმროში, რომელსაც ბოლკიაჰი ფლობს.

ინსტაგრამზე დადებული ეს პოსტი მალევე აიტაცეს ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებმა, მათ შორის ელენ პომპეომ, ელტონ ჯონიმ, ოპრა უინფრიმ, რიზ უიზერსპუნმა, ნიკოლ კიდმანმა, ჯულია რობერტსმა, შონდა რაიმსმა, ემი შუმერმა, ჯესიკა ჩესტეინმა, ემა რობერტსმა, ნატალი პორტმანმა, კრის ჰემსვორტმა, მარკ რუფალომ, რუბი როუზმა და ა.შ.

საბედნიეროდ, ეს კანონი საერთაშორისო ასპარეზზეც მკაცრად დაგმეს. მსოფლიო ლიდერების ნაწილმა მიღებულ კანონს სასტიკი და არაადამიანური უწოდეს. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კი ბრუნეის გადაწყვეტილებას ბარბაროსული უწოდა.