გრეის ანატომიის ფანებს ერთი მარადიული კითხვა აქვთ - დაბრუნდება თუ არა ოდესმე სერიალში კრისტინა იანგი.

ამ კითხვას სანდრა ომ საბოლოოდ გასცა პასუხი და თქვა, რომ გრეის ანატომია მის ცხოვრებაში დასრულებული ეტაპია.

ოქროს გლობუსის მფლობელმა მსახიობმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მთლიანად ახალ სერიალზე Killing Eve არის გადართული.

"ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული მინდა გამოვხატო როგორც გრეის ანატომიის, ასევე მისი შემქმნელების მიმართ. განსაკუთრებული მადლობა ფანებს, რომლებსაც ძალიან უყვართ კრისტინა. მეც მიყვარს ეს პერსონაჟი და მიხარია, რომ შოუში ის ჯერ კიდევ ცოცხლობს. თუმცა, ახლა ჩემი სახლი ახალი სერიალი [Killing Eve] არის. ეს არის ის, რისი კეთებაც ახლა ყველაზე მეტად მინდა", - ამბობს მსახიობი.

გარდა ამისა, მსახიობმა უარყო აქამდე გავრცელებული ჭორებიც, თითქოს სერიალის ბოლო სეზონში ის დაბრუნდებოდა და თქვა, რომ ამ ეტაპზე ეს თემა განხილვის საგანი საერთოდ არ არის.

"ახლა ევა ვარ და კიდევ დიდხანს ვაპირებ ამ პერსონაჟის განსახიერებას", - ამბობს სანდრა.

სანდრა ომ გრეის ანატომია 2014 წელს, მეათე სეზონის შემდეგ დატოვა.