აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინს 2017 წელს შეხვედრისას ჩინეთის მეფე უწოდა.

"მან მითხრა, რომ არა მეფე, არამედ პრეზიდენტი იყო. მე ვუთხარი, რომ შენ უვადო პრეზიდენტი ხარ და შესაბამისად მეფე ხარ", — აღნიშნა ტრამპმა და დაამატა, რომ სი ძინპინს ეს მოეწონა.

დონალდ ტრამპი ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 2017 წლის ნოემბერში ეწვია და გახდა პირველი ლიდერი დასავლეთიდან, რომელმაც ჩინეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ აკრძალულ ქალაქში ისადილა.

ტრამპის ვიზიტიდან რამდენიმე თვეში ჩინეთის კონსტიტუციიდან საპრეზიდენტო ვადის შეზღუდვას ამოიღებდნენ. ახალი წესის მიხედვით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, სი ძინპინს შეეძლება, 2023 წელს თავიდან მიიღოს თავჯდომარის მანდატი და კიდევ მრავალი წლის მართოს ქვეყანა.