FX-ის პოპულარული სერიალის American Horror Story-ის მეცხრე სეზონთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ივან პეტერსს ახალ ნაწილში ვეღარ ვნახავთ.

WonderCon-თან ინტერვიუში, მსახიობმა თქვა, რომ ამ ეტაპზე სხვა პროექტებით არის დაკავებული და AHS-ის მეცხრე სეზონში სწორედ ამიტომ არ იქნება.

ივენი სერიალში მისი პირველივე ნაწილიდან არის და სეზონიდან-სეზონამდე არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

ამავე სერიალში შესრულებული როლებისთვის, მსახიობმა რამდენიმე პრესტიჟული დაჯილდოების ნომინაციაც მიიღო.

ივან პეტერსი პირველი მსახიობი არ არის, რომელიც სერიალს ტოვებს. მანამდე ეს გადაწყვეტილება ლეგენდარულმა ჯესიკა ლენგმაც მიიღო, რომელიც მეოთხე სეზონის შემდეგ შოუს გამოეთიშა. თუმცა, ბოლო სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში მაინც გამოჩნდა.