ლეგენდარულმა ბრიტანელმა მსახიობმა, ჰელენ მირენმა იცის, თუ როგორ მოიგოს კინოთეატრის მფლობელების გული.

ცოტა ხნის წინ, CinemaCon-ზე სტუმრად ჩასულმა მსახიობმა ფილმის პრემიერის შემდეგ, სცენიდან სტრიმინგ-სერვისებზე, კონკრეტულად კი ნეტფლიქსზე ისაუბრა.

"მიყვარს ნეტფლიქსი, თუმცა Fuck Netflix! არაფერი სჯობს კინოთეატრის სკამზე მოკალათებას და ფილმის დიდ ეკრანზე ყურებას", - ამბობს მსახიობი.

მსახიობმა CinemaCon-ზე ახალი ფილმი, ბილ კონდონის გადაღებული The Good Liar წარადგინა.

მირენი, სულ მალე გამოჩნდება HBO-ს ახალ სერიალში ეკატერინე დიდი, სადაც ის რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ს განასახიერებს.