ილიაუნის აბიტურიენტების მოსამზადებელი ცენტრი გიწვევთ ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრების სერიაზე. შეხვედრები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

  • 6 აპრილი — ქართული ენა და ლიტერატურა;
  • 13 აპრილი — უცხოური ენები;
  • 20 აპრილი — ზოგადი უნარები.

შეხვედრებზე განხილული იქნება თითოეული საგნის:

  • საგამოცდო ტესტის სტრუქტურა;
  • დავალებათა ტიპები და ფორმატი;
  • დავალებების ამოხსნის ინსტრუმენტები და მეთოდები.

აბიტურიენტები საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ექსპერტებისგან მიიღებენ გამოცდებისათვის მომზადებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსაც.

ქართული ენა და ლიტერატურა გიორგი მაჭავარიანთან ერთად

საინფორმაციო შეხვედრას გაუძღვება საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ექსპერტი გიორგი მაჭავარიანი. ის 2000 წლიდან დღემდე მუშაობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, თავდაპირველად ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ექსპერტად, ხოლო უკანასკნელ წლებში ქართულის, როგორც მეორე ენის ჯგუფის ხელმძღვანელად.

დრო: 6 აპრილი, 12:00 საათი;
ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის N32;
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 4 აპრილი, 21:00;
სარეგისტრაციო ფორმა;
დეტალური ინფორმაცია.

უცხოური ენები ივა მინდაძესთან ერთად

საინფორმაციო შეხვედრას გაუძღვება საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ექსპერტი ივა მინდაძე. ის 2000-2018 წლებში მუშაობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ჯერ გერმანული ენის ექსპერტად, შემდეგ კი უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელად, ბოლო წლებში ასრულებდა დირექტორის მოადგილის მოვალეობას.

დრო: 13 აპრილი, 12:00 საათი;
ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის N32;
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 11 აპრილი, 21:00;
სარეგისტრაციო ფორმა;
დეტალური ინფორმაცია.

ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად

საინფორმაციო შეხვედრას გაუძღვება საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ექსპერტი სოფო დოლიძე. ის 2004-2018 წლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. მისივე ხელმძღვანელობით შეიქმნა პირველი ქართულენოვანი ზოგადი უნარების ტესტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის.

დეტალური ინფორმაცია;
დრო: 20 აპრილი, 12:00 საათი;
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 აპრილი, 21:00;
სარეგისტრაციო ფორმა;
ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის N32.

დამატებითი ინფორმაცია: