CRRC-ის კვლევის მიხევდით, მოსახლეობის 58,6 პროცენტს სჯერა, რომ თანამდებობის პირები თანხის სანაცვლოდ ბიზნესს მფარველობენ. გარდა ამისა, მოსახლეობის 68,8 პროცენტი მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით იყენებენ.

ამასთანავე კვლევაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის 77,2 პროცენტის აზრით, მთავრობის წევრებს საკუთარი ბიზნესი აქვთ. ამასთან, მთავრობის წევრის მიერ თანამდებობის პარალელურად ბიზნესის ფლობას მოსახლეობის 68,5 პროცენტი დიდ ან არცთუ ისე დიდ პრობლემად მიიჩნევს.

CRRS-ის კითხვაზე — დასაქმების ვის უფრო მაღალი შანსი აქვს: კანდიდატს შესაბამისი უნარებით თუ მინისტრის ნათესავს ნაკლები უნარებით — მოსახლეობის 68,8 პროცენტი პასუხობს, რომ მაღალჩინოსნის ნათესავს.

საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA (ინთერნეშენალ აიდია) ერთობლივი პროექტის ფარგლებში. კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა. მეთოდოლოგიაში აღნიშნულია, რომ რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9 პროცენტია. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.