11 ევროპარლამენტარი წერილს ავრცელებს, სადაც წერია, რომ 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩვენების შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში 1991 წლიდან ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკული შეფასებაა.

წერილით ევროპარლამენტარებმა მიმართეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინის, სადაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი.

წერილში ნათქვამია, რომ ეუთოს ანგარიშში ხმების ფართომასთაბიან მოსყიდვაზე წერია, ასევე, საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლასა და დაშინების შემთხვევებზე. ფედერიკა მოგერისის მიმართ შედგენილ წერილში ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ანგარიშზე და ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზეც წერია.

"ორივე ანგარიში განგაშის ზარია ჩვენთვის, ევროპარლამენტის წევრებისა და საქართველოს მეგობრებისთვის, რომელთაც სურთ, რომ ამ ევროპულმა ქვეყანამ გააგრძელონ რეფორმების გზა და შედეგად, შეძლოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების შესრულება", — ნათქვამია წერილში.

ევროპარლამენტარების განცხადებით, პოლიტიკური სტაბილურობა და პოლიტკური კონკურენციის ცივილური უზრუნველყოფა განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ზალიან მნიშვნელოვანია:

"ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, გადაავადოს პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლიდან 2024 წლამდე, კრიტიკა გამოიწვია, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებაში. იმედი გვაქვს, ამ საკითხზე დიალოგი შედგება და კომპრომისს მიაღწევენ. მოგიწოდებთ, ზემოქმედება მოახდინოთ საქართველოს ხელისუფლებაზე ოპოზიციასთან ამ მნიშვნელოვან დიალოგში ჩართვისთვის".

კიდევ ერთი წერილით ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და მოუწოდეს მას სასწრაფოდ და საფუძვლიანად გამოიძიოს ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე, ია კერზაიაზე სავარაუდო პოლიტიკური ზეწოლის საქმე.

წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: ანა გომეში (S&D), მაიკლ გალერი (EPP), რებეკა ჰარმსი (Greens/EFA), ნატალია გრაისბეკი (ALDE), ჯული ვარდი (S&D), ალინ სმიტი (Greens/EFA), ტუნ კელამი (EPP), ბარტ სტაესი (Greens/EFA), ტანია გონსალეს პენასი (GUE/NGL), ხოსე ინაციო ფარია(EPP) და ჟან ლამბერტი (Greens/EFA).