საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა კვირის აქცენტებში განაცხადა, რომ მარიხუანა "გამოტვინებას იწვევს". მისივე თქმით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის არავინ უდნა დაიჭირონ.

"არ ვაპირებ ვინმე ვუპრუწუნო და ვუთხრა, უი, ოღონდ ხმა მომეცი და გეტყვი, რომ მარიხუანა კარგია. გეუბნებით პირდაპირ, რომ იწვევს გამოტვინებას, მაგრამ თუ გინდა, რომ გამოტვინდე ეს შენი არჩევანია. გინდათ იყოთ პლანაქეშები? იყავით პლანაქეშები, მაგრამ ჩემს შვილს ნუ მოახვევთ, რომ სხვანაირად "ტეხავს", — აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

2018 წლის შემოდგომაზე მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში სამედიცინო მიზნით მარიხუანის კულტივაციას ლეგალურს ხდიდა. ამ ინიციატივას აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ მიხეილ სააკაშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე.

ორივე მათგანი ამბობდა, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო ავღანეთსა და კოლუმბიას დაემსგავსებოდა. გარდა ამისა, გრიგოლ ვაშაძემ მარიხუანის მოხმარება პედოფილიას შეადარა, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვისა და შეძენა-შენახვისთვის მსჯავრდებულებს ამნისტიას პირდებოდა. გარდა ამისა, გრიგოლ ვაშაძე გაპრეზიდენტების შემთხვევაში კონსტიტუციაში შესწორების შეტანას აპირებდა, რომ საქართველო "ნარკოპლანტაცია" არ მაგხდარიყო.