ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, რომ გაეგო, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები ჩაწერეს "ყველას თავს მოაძრობდა". გადაცემა კვირის აქცენტებში ინტერვიუს დროს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლების პირადი ცხოვრების კადრებს არ იყენებდა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მმართველობის დროს კადრები არასდროს გავრცელებულა და თუ ვინმე იღებდა, ამას ვერ გააკონტროლებდა:

"შეიძლება, ვიღაც იღებდა, მე რავიცი, მაგის გაკონტროლება შეუძლებელია, არავის დონეზე, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ეს არ კონტროლდება. უკაცრავად, თუ ვიღაცა რაღაცას ჩათლახობს თავისთვის და რაღაცას ჩალიჩობს, ეს არსად არ კონტროლდება".

ბოლო 2 თვის განმავლობაში პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში სამჯერ გავრცელდა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 27 მარტს მოხდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრები სოციალურ ქსელში ორი კვირის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი. ვიდეოს ატვირთვისთვის არასრულწლოვანი დააკავეს.