დღეს ცნობილ ადამიანებს შორის ალბათ ყველაზე მოულოდნელი განხეთქილებაზე გიამბობთ. მისი მთავარი გმირები, არც მეტი, არც ნაკლები, ამერიკელი მსახიობი ჯიმ კერი და იტალიელი პოლიტიკოსი ალესანდრა მუსოლინი არიან.

On.ge-ის მკითხველისთვის უცნობი არაა ჯიმ კერის მხატვრობით გატაცების შესახებ. ცოტა ხნის წინ, მან იტალიის ფაშისტური პარტიის ხელმძღვანელი და დიქტატორის ბენიტო მუსოლინის სიკვდილის შესახებ ილუსტრაცია გამოაქვეყნა, შემდეგი წარწერით:

"თუ გაინტერესებთ, რასთან მივყავართ ფაშიზმს, ჰკითხეთ ბენეტო მუსოლინსა და მის საყვარელს, კლარეტას".

ანიმაციით კერიმ მუსოლინისა და მისი მხარდამჭერების სიკვდილის საზარელი სცენა გააცოცხლა. პარტიზანებმა ბენიტო მუსოლინი და კლარეტა პეტაჩი 1945 წლის 28 აპრილს დასაჯეს სიკვდილით.

ფოტო 2: Wikipedia

"ნაბიჭვარი ხარ", - ასე გამოეხმაურა ბენიტოს შვილიშვილი ალესანდრა მუსოლინი.

ტვიტერის მომხმარებლების უმრავლესობამ ჯიმ კერის მხარე დაიჭირა.

"ჯიმ კერი შენს მკვლელ ბაბუაში ხომ არ გეშლება?" - ეხმაურება ალესანდრას პოლიტიკური კომუნიკაციების სპეციალისტი ევან ოკონელი.

"შენი ოჯახის წევრში ხომ არა?" - პასუხობს ალესანდრა.

"ბაბუაჩემი იბრძოდა, რომ ევროპა ბაბუაშენის მსგავსი ადამიანებისგან გაეთავისუფლებინა", - წერს ოკონელი მუსოლინის საპასუხოდ. "აპლოდისმენტებს ელოდები?" - პასუხობს მუსოლინი.

მოგვიანებით, ალესანდრა მუსოლინიმ მრისხანე ტვიტების სერია გამოაქვეყნა და ჯიმ კერის ამერიკის ისტორიულ შეცდომებზე ხატვისკენ მოუწოდა.