თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ორწლიანი ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ქალაქში რამდენიმე ხის მოჭრასთან დაკავშირებით პრობლემას ნამდვილად ვერ ხედავს:

"ცალკეულ იშვიათ შემთხვევებში, რამდენიმე ხის მოჭრასთან დაკავშირებით, მე პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ მაშინ, როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქის განვითარება და მეორეს მხრივ, გამწვანების ღონისძიებები. ასე რომ, ამის კომპენსირება და კიდევ უფრო მეტის გაკეთება ხდება გამწვანების თვალსაზრისით.

ჩვენი ოპონენტების გულის გასახარად გეტყვით, რომ მათი მმართველობის დროს არცერთი საინჟინრო ნაგებობა არ შეკეთებულა კაპიტალურად, ისინი მხოლოდ ზედა საფარს გადააგებდნენ და შემდეგში ისევ გასაკეთებელი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ ნებისმიერი სახიდე გადასასვლელი რომელიც შევაკეთეთ, გავაკეთეთ კაპიტალურად".