ალბათ ფიქრობთ, კიდევ რამ უნდა გაგაოცოთ ვეტმოსა და ბალენსიაგას კოლექციაში, თუმცა, ამაზე ფიქრს, ჯობს ბოლო ზარის დროინდელი პერანგი მოძებნოთ, რადგან მისი ფასი იმაზე მეტია, ვიდრე ამას იფიქრებდით.

დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ბრენდის, Vetements-ის ხელნაწერებიანი პერანგი, რომელიც ყველას მოაგონებს სკოლაში გატარებულ ბოლო დღეს, ონლაინგაყიდვაში უკვე ჩაეშვა.

მისი ფასი Ssense-ზე 885 გირვანქა სტერლინგია [1 156 აშშ დოლარი]

შედარებით იაფად მისი შეძენა მსურველებს MyTheresa-ზე შეუძლიათ, სადაც პერანგის ფასი £790-ია [$1031]

პერანგზე ქართული, ფრანგული, ლათინური, გერმანული და არაბული ხელნაწერებია. მას ზურგზე "უფალო შეგვიწყალენ" აწერია.

მოდელი ვეტმოს გაზაფხული/ზაფხული 2019-ის კოლექციაშია შესული.