სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ბაქოდან და კიევიდან ბათუმის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისები ინიშნება. კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით ფრენებს SkyUp Airlines, ხოლო ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებით — Buta Airways შეასრულებს.

მათი ინფორმაციით, კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines რეგულარულ რეისებს 25 მაისიდან შეასრულებს. ფრენები კვირაში 10 სიხშირით, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

აზერბაიჯანული Buta Airways ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 14 ივნისიდან 13 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ პარასკევს და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.