რა უნდა ვიცოდეთ ბავშვების სექსუალური მომწიფებისა და მასტურბაციის შესახებ?
ჩვილებისა და ახალშობილების სექსუალურ მომწიფებაზე საუბარი თითქოს ნაადრევია, თუმცა, რეალურად ბავშვები სწორედ ასეთი ადრეული ასაკიდანვე იწყებენ სექსუალობის აღქმას. სიარულის სწავლასთან ერთად, მათ უკვე აქვთ უნარი, შეამჩნიონ საკუთარი სხეული და დაიწყონ ფიქრი ინტიმურ ადგილებზე.
ახალშობილები და ჩვილები
ბავშვებს ყველაზე ადრეული ემოციური მიდრეკილება მშობლებთან ფიზიკური კონტაქტით უჩნდებათ, რაც სიყვარულისა და სითბოს გამომხატველია. როცა ადრეული ასაკიდანვე ბავშვს ეხებიან, ეხუტებიან, კოცნიან ან უღიტინებენ, მას უჩნდება განცდა, რომ სიყვარული სწორედ ასეთ ფიზიკურ შეგრძნებებთან უნდა ასოცირდებოდეს. აქედან გამომდინარე, ბავშვებს ამ ასაკიდანვე უყალიბდებათ ინდივიდუალური ახსნა იმისა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ფიზიკური ინტიმურობა ან სიყვარული, ანუ ის გრძნობა, რასაც ისინი სითბოს მიღების დროს განიცდიან.
ძალიან ბევრ მშობელს მიუმართავს ექიმისთვის იმის გამო, რომ მათი შვილი საკუთარ გენიტალიებს საფენის გამოცვლისას ეხება, ან პატარა ბიჭს უნებური ერექცია აქვს. რეალურად, ეს სრულიად ნორმალურია, რადგან ძალიან პატარა ბავშვებიც კი ინტერესდებიან საკუთარი სხეულით.
თუმცა, გააჩნია, რა რეაქცია ექნება მშობელს ბავშვის თანდასწრებით, რადგან ამაზე ბავშვის ცხოვრებაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ჩვეულებრივი რეაქციით და არა გაბრაზებით ან გაკვირვებით, ბავშვი სწავლობს, რომ ცნობისმოყვარეობა საკუთარ სხეულთან დაკავშირებით ერთ-ერთი ჩვეულებრივი, ნორმალური მოვლენაა.
სქესის გაცნობიერება
დაახლოებით ორი ან სამი წლის ბავშვი უკვე ხვდება, თუ რას ნიშნავს იყო მამრობითი ან მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. ამას უკვე გენდერული იდენტობა ეწოდება. ამ ასაკის ბავშვები რომელიმე კონკრეტულ სექსთან იდენტიფიცირებას ახდენენ.
სკოლამდელი ასაკის ბავშვები
სკოლამდელი ბავშვები საკუთარ სხეულს უფრო მეტი ცნობისმოყვარეობით ეკიდებიან. თუ გაუბრაზდებით ბავშვს, როცა საკუთარ სხეულს ეხება, ცუდ შედეგს მიიღებთ - ეს უფრო მეტად გააძლიერებს დანაშაულისა და სირცხვილის შეგრძნებას.
მშობლებმა უნდა აუხსნან შვილს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ადგილებში შეხება შეიძლება კარგ შეგრძნებასთან ასოცირდებოდეს, საჯაროდ ამის გაკეთება სასურველი არაა. გარდა ამისა, ბავშვები უკვე იმ ასაკში არიან, როდესაც ხვდებიან, რომ არავინ არ უნდა შეეხოს მათ ისე, რომ თავი არაკომფორტულად იგრძნონ.
სკოლამდელი ბავშვები საკუთარ დამოკიდებულებებს მშობლებისგან სწავლობენ, ამიტომაც მნიშვნელოვანია, მშობელმა სწორად დაანახოს ის, რომ საკუთარი სხეულის "გამოკვლევა" ცუდი არ არის და ჩვეულებრივი, უბრალოდ პირადული ამბავია.
დაუსრულებელი კითხვები
სკოლამდელი ბავშვები ყოველთვის უაზროდ ბევრ შეკითხვას სვამენ იმაზე, თუ საიდან მოდიან ისინი, რატომ არ აქვთ მის დას ან ძმას ისეთი სასქესო ორგანო, როგორიც მათ აქვთ და ა.შ.
ასეთ კითხვებზე გულწრფელი პასუხი მნიშვნელოვანია. ისეთი პრიმიტიული პასუხი, როგორიცაა ის, რომ ბავშვები წერომ მოიყვანა ან კომბოსტოდან გაჩნდნენ, ბავშვის ცნობისმოყვარეობაზე ცუდად იმოქმედებს და მშობლის ნდობასაც ერთი-ორად შეამცირებს.
დაწყებითი კლასები
6-იდან 10 წლამდე ბავშვები უკვე ინტერნეტში ძრომიალს იწყებენ, რითიც უამრავ ტყუილსა თუ მართალს იგებენ სექსზე, სასქესო ორგანოებსა და რეპროდუქციაზე. სწორედ ამიტომაა საჭირო გულწრფელი ლაპარაკი მათთან.
ბილწსიტყვაობა და შეუსაბამო ხუმრობები
ამ ასაკის ბავშვები აუცილებლად აკრეფენ "ცუდ", სალანძღავ სიტყვებს, სლენგებს ტელევიზორიდან, ფილმებიდან, მათი მეგობრებიდან. მნიშვნელოვანია ამ დროს იმის ახსნა, რომ ზოგი სიტყვა უადგილოა და არსებობს უკეთესი სიტყვები, რომლითაც მათ აზრის გამოხატვა შეუძლიათ.
ჩიტებიც და ფუტკრებიც "ამას" აკეთებენ? რატომ?
ბავშვები ხშირად ხედავენ ცხოველების სექსუალურ აქტს, რაზეც სხვადასხვა რეაქცია აქვთ. ზოგი გაოცებული აკვირდება მათ მოძრაობას, ზოგს მათი დანახვისას რცხვენია. მაგალითად, კლასის ექსკურსია ზოოპარკში, უმეტესწილად, ამ თემის განხილვით მთავრდება ხოლმე. კარგია, თუ ავუხსნით ბავშვებს, რომ ეს ცხოველების ბუნებრივი საქციელია.
თინეიჯერობის პერიოდი
თინეიჯერობა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ბავშვები საკუთარი სხეულის სრულად გაცნობას ცდილობენ. თინეიჯერობაში არსებული სექსუალური პრობლემები დღესდღეობით საკმაოდ განხილვადი თემაა და ამაზე ძალიან კარგი ბრიტანული სერიალი, Sex Education არსებობს. სერიალი საკუთარ შვილთან მასტურბაციაზე ლაპარაკით იწყება.
მასტურბაცია
მასტურბაციის დროს ადამიანები საკუთარ გენიტალიებს ეხებიან სიამოვნების მიზნით, რაც, საბოლოოდ, შეიძლება ორგაზმით დასრულდეს. გენიტალიების გარდა, ადამიანს ძუძუსთავებზე შეხებაც შეიძლება აღაგზნებდეს. ბევრი ადამიანი მასტურბაციისთვის საკუთარ ხელებს იყენებს, თუმცა ზოგს სექს-სათამაშოები ურჩევნია.
ვინ მასტურბირებს?
სამწუხაროდ, მრავალ კულტურაში ბიჭების მასტურბაცია ნორმალურად ითვლება, ხოლო გოგონების - არა.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც ავსტრალიაში ჩატარდა, გამოკითხულ ქალთა 42%-მა და კაცთა 72%-მა თქვა, რომ ისინი მასტურბირებენ. კვლევა მოიცავდა 16 წლიდან 69 წლამდე ადამიანებს, შესაბამისად, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია ახალგაზრდა თინეიჯერების მასტურბირების შესახებ.
კვლევამ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა 14 წლიდან 17 წლამდე თინეიჯერებში, აჩვენა, რომ გამოკითხულ გოგონათა 58% და ბიჭთა 80% არ მალავს საკუთარ გამოცდილებას მასტურბაციის შესახებ. თუმცა, შეიძლება გოგონათა დარჩენილ ნაწილს უბრალოდ არ სიამოვნებს ამ თემაზე საუბარი.
ტრადიციულად, მასტურბაცია რატომღაც ბიჭებთან ასოცირდება. იმაზე ღიად საუბარი, რომ გოგონების მასტურბაციაც ისეთივე ნორმალურია, როგორიც - ბიჭების, ცოტა ხანია, რაც დაიწყო.
საჭიროა იმის ცოდნა, რომ ქალების დიდი ნაწილისათვის კლიტორი სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ადგილია. კლიტორი უამრავ ნერვსა და სისხლძარღვს აკავშირებს ერთმანეთთან, რის გამოც, მისი სტიმულირებისას სწორედ ეს ნერვები აღიგზნება რაც, საბოლოოდ, სიამოვნებას იწვევს.
მასტურბაციას სასარგებლო მხარეებიც აქვს. მაგალითად, მასტურბირებასა და ორგაზმს ტკივილისა და სტრესის შემსუბუქება შეუძლია. ეს საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ საკუთარი სხეული იდეალურად შეისწავლო და იცოდე, რა გსიამოვნებს, რაც საბოლოოდ პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობის ქონაში დაგეხმარება.
რადგანაც სექსუალობა ადამიანებში დამოკიდებულია მათ ფიქრებზე, ემოციებსა და შეხედულებებზე, უნარი, რომ გქონდეს ორგაზმი ან სწორედ ეს სიამოვნება შეიგრძნო, ისევ და ისევ ინდივიდზეა დამოკიდებული. ნეგატიური ემოციები, როგორებიცაა დანაშაულის შეგრძნება და სირცხვილი, მასტურბაციას საკმაოდ ართულებს.
დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი ადრეულ ასაკში
როგორც სექსუალური განათლების მასწავლებელი, კავილი ამბობს, მასტურბაცია არც ერთ ასაკში არ არის სასირცხვილო, ბინძური ან მიუღებელი. რეალურად, ეს ნორმალური და ჯანმრთელი დამოკიდებულებაა საკუთარი სხეულის მიმართ.
თუმცა, რეალურად ეს საუბარი მშობლების მხრიდან შეიძლება ძალიან უცნაური და დამაბნეველიც კი იყოს. როგორც სექსუალური განათლების სპეციალისტები ურჩევენ მშობლებს, სჯობს, ბავშვს ამაზე საუბარი 9-იდან 16 წლამდე დაუწყონ, რადგან ეს უფრო ამარტივებს მათ მომავალ დამოკიდებულებას სექსუალობის მიმართ და მშობლებიც უფრო მარტივად გასცემენ მათ კითხვებზე პასუხს ღრმა თინეიჯერობაში.
"სიძულვილი, უარყოფა და სირცხვილი ბავშვს ვერაფერს ასწავლის, პირიქით, მის გონებაში სირცხვილად დაილექება და მოზრდილობაში ამოტივტივდება", - ამბობს კავილი.
რეალურად, თინეიჯერობაში მასტურბაციაზე უარის თქმაც სავსებით ნორმალურია და ამაზე საუბარიც საჭიროა. მნიშვნელოვანია, მშობლებმა ბავშვებს ჰიგიენის შესახებაც მიაწოდონ ინფორმაცია.
ასევე, მნიშვნელოვანია, მათ გაიაზრონ, რომ მასტურბაცია პირადი სივრცის ნაწილია. მასზე ცოდნის ასამაღლებლად არსებობს უამრავი ვიდეო კონკრეტულად ბავშვებისთვის გამოყოფილი, რომელიც ხსნის, თუ რას ნიშნავს ეს და რა ბენეფიტები აქვს მას:
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
კომენტარები