ცინცინატის ზოოპარკში მცხოვრები 17 წლის გორილას, ჰარამბეს მოკვლიდან თითქმის სამი წელი გავიდა. მილიარდელმა და გამომგონებელმა ილონ მასკმა კი მას სიმღერა მიუძღვნა.

სიმღერას, რომელშიც მასკი რეპავს, RIP Harambe [მშვიდად განისვენე ჰარამე] ჰქვია.

ჰარამბე 2016 წლის მაისში მოკლეს, როდესაც მის ვოლიერში 4 წლის ბავშვი ჩავარდა. ზოოპარკმა განაცხადა, რომ მისი თანამშრომელი იძულებული იყო ბავშვის დასაცავად სასწრაფოდ მიეღო ზომები.

სიმღერას საუნდქლაუდზე თითქმის მილიონი მოსმენა აქვს. პირველ ჰიპ-ჰოპ სინგლის გამოშვების შემდეგ, ვიკიპედიაში ილონ მასკის რეგალიებს რეპერიც დაემატა.

"The Onion-ის სტატიებს ვამართლებ", - იხუმრა მასკმა ტვიტერზე მოგვიანებით.