ჩეხეთის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება ამაზე ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო. საგარეო უწყების ცნობით, ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადებს დაჩქარებულად განიხილავებენ, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს.

ჩეხეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება უკვე ძალაშია შესულია. ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-12 ქვეყანაა, იმ სახელმწიფოებიდან, რომლებმაც საქართველოსთან მიმართით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე საქართველო უსაფღთხო ქვეყნად გამოაცხადა ბულგარეთმა, საფრანგეთმა, ლიხტენშტაინმა, ავსტრიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ისლანდიამ, ლუქსემბურგმა, ირლანდიამ, ესტონეთმა და დანიამ.