ალბათ ყველას, ვისაც თბილისის ქუჩებში გისეირნიათ, შეგიმჩნევიათ პეკინის ქუჩაზე მდებარე შენობის კედელში გაჭედილი წითელი ავტომობილი. საქართველოში მოქმედი კანონით, ყველა ავტომობილმა უნდა გაიაროს ტექინსპექტირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმებს ვერ ასცდება.

კანონი გამონაკლისებს არ სცნობს, ამიტომ ის კედელში გაკვეხებულ ავტომობილსაც შეეხო. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ყველაზე პოპულარული მანქანა ტექინსპექტირების გასავლელად Umartivesad.ge-ზე გუშინ დარეგისტრირდა.

როგორც წესი, ავტომობილის მფლობელებმა ტექინსპექტირების ცენტრებს თავად უნდაა მიაკითხონ, თუმცა გრისპექტორების ჯგუფმა გამონაკლისი დაუშვა და მანქანის შესამოწმებლად ადგილზე მივიდა. პეკინის გამზირზე მდებარე ბინაში მისულებს, მათ უჩვეულო სურათი დახვდათ.

“პეკინზე, კედელში გაჭედილმა ავტომობილმა ტექინსპექტირება ვერ გაიარა”, - ნათქვამია ოფიციალურ დასკვნაში.

კანონის თანახმად, ნებისმიერ დაწუნებულ ავტომობილს 30 დღიანი გამოსასწორებელი ვადა აქვს, რის შემდეგაც ტექინსპექტირების გავლა ხელახლა შეეძლება. თუმცა გრინვეიში მიიჩნევენ, რომ ეს კონკრეტული ავტომობილი, გასაგები მიზეზების გამო, ვერასროს დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ ნორმებს.

თუ ეს ინფორმაცია დაუჯერებლად გეჩვენებათ, თქვენ მართალი ხართ, ამიტომ არ აღელდეთ. აღნიშნული ვიდეო ტექინსპტირების ცენტრმა გრინვეიმ საპირველაპრილო ხუმრობის სახით მოამზადა.