დღეს, 31 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის #5-ში მშენებლობაზე მიწის მასა ჩამოიშალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ადგილზე სამაშველო ჯგუფი ჩამოშლილ მიწაში ორ მუშას ეძებს. უწყებაში ამბობენ, რომ შემთხვევის დროს, მუშები, სავარაუდოდ, ხარაჩოზე იდგნენ. ადგილზეა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.