შინაარსით ივანიშვილის განცხადება ხიბულაში ამომრჩევლის მოსყიდვაა — სამართლიანი არჩევნები
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი, მიხეილ ბენიძე On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ თავისი შინაარსით ბიძინა ივანიშვილის განცხადება სოფელ ხიბულაში ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს. ის იქვე აღნიშნავს, რომ ფორმალურად, კანონდარღვევად შესაძლოა ვერ განისაზღვროს, ვინაიდან ხიბულა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არ შედის, ივანიშვილის იქ ჩასვლის დღეს კი არჩევნების თარიღი ჩანიშნული არ იყო.
"როდესაც საარჩევნო პერიოდში რაიმე სერვისის შეთავაზება ან მატერიალური ღირებულების პროექტის განხორციელება ხდება კერძო პირის, ამ შემთხვევაში პარტიის წარმომადგენლის მხრიდან, ეს ჩაითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად. თავისი შინაარსით ეს არის მოსყიდვა. ამას არეგულირებს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი და სხვა კანონებიც. ცალკე საკითხია, ამის მიღმა, ფორმალურად, შეიძლება თუ არა ეს კლასიფიცირდეს, როგორც დარღვევა. ერთის მხრივ საარჩევნო პერიოდი, უშუალოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჯერ დაწყებული არ ყოფილა, როცა სოფელ ხიბულაში განცხადება გააჟღერა [ბიძინა ივანიშვილმა] და მეორე — სოფელი ხიბულა არ არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში", — ამბობს მიხეილ ბენიძე და განმარტავს, რომ ეს სამართლებრივი ინტერპრეტაციის და დისკუსიის საგანია და საარჩევნო კოდექსი არ ასხვავებს შუალედურ და ეროვნულ არჩევნებს:
"ის, რაც საარჩევნო კოდექსში წერია, შეიძლება ისეც განიმარტოს, რომ შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი არ ეხება მხოლოდ იმ მუნიციპალიტეტებს, არამედ, სხვა მუნიციპალიტეტებსაც".
ბენიძე ამბობს, რომ ზუგდიდის მიმდებარედ ყოფილი პრეზიდენტის საკითხის წამოწევა ამომრჩევლის გულის მოგების მიზნით გადადგმული ნაბიჯია და ის კანონის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება:
"ვიცით რომ ის [ზვიად გამსახურდია] სწორედ სამეგრელოდან იყო და მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა დღესაც ჰყავს, მისი იდეების ერთგულნი არიან".
29 მარტს, ქართულო ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოს სოფელ ხიბულაში, სადაც გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. მან თქვა, რომ ბიუჯეტში თანხის არარსებობის შემთხვევაში ამ საკითხს საკუთარი ხარჯებით მოაგვარებს:
"გაზიფიცირებაც დავაჩქაროთ, წყლის საკითხიც დავაჩქაროთ. ბიუჯეტს არ ექნება, [ფული] მე გავაკეთებ".
სოფელ ხიბულაში ვიზიტამდე ბიძინა ივანიშვილმა ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ქვეყნის სირცხვილია პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოუძიებლობა.
ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ჩასვლის დღეს ცესკოს მერების რიგგარეშე არჩევნების თარიღი ჯერ ჩანიშნული არ ჰქონდა. გამოცხადებული იყო მხოლოდ პარლამენტის შუალედური არჩევნები თბილისში, მთაწმინდის ოლქში.
30 მარტის სხდომის შედეგად გადაწყდა, რომ 19 მაისს გაიმართება, როგორც პარლამენტის შუალედური, ისე 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები. ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის თქმით, 31 მარტიდან ყველა საჯარო განცხადება, სადაც მოსყიდვის ნიშნები იქნება, შესაბამისად კლასიფიცირდება.
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
-
გადახედვადეპუტატების სია — ვინ მიიღო საქართველოში რუსული კანონი პირველი მოსმენით დეპუტატების სია — ვინ მიიღო საქართველოში რუსული კანონი პირველი მოსმენით
-
გადახედვარუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
-
გადახედვარას უკავშირებს კალაძე ნაკრების ფეხბურთელების პროევროპულ პოზიციებს სოციალურ ქსელებში რას უკავშირებს კალაძე ნაკრების ფეხბურთელების პროევროპულ პოზიციებს სოციალურ ქსელებში
-
გადახედვადასავლელი დიპლომატები პრეზიდენტთან შესახვედრად ორბელიანის სასახლეში მიდიან დასავლელი დიპლომატები პრეზიდენტთან შესახვედრად ორბელიანის სასახლეში მიდიან
კომენტარები