დღეს, 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიას ფოტოები, თარგმანები და პირველი პრეზიდენტის შესახებ გამოცემული წიგნები გამოიფინა. დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა 8 აპრილამდე შეეძლება. ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია მისი ხუთტომეული, სერიიდან "საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები". იქვე გაიმართა საფოსტო მარკის წარდგენა, რომელიც საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოსცა.

პრემიერ-მინისტრმა გამოფენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და თბილისის მერთან ერთად დაათვალიერა. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომენტარისას კვლავ აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ "სირცხვილია, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოუძიებლობა". ირაკლი კობახიძის თქმით, კანონში შეტანილი ცვლილილებით მათ სამართალდაცავებს მეტი დრო მისცეს საქმის გამოსაძიებლად.