ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ საერთაშორისო კომპანია White&Case LLP–სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტის შესაძლო შედეგების ანალიზის მიწოდებას ითვალისწინებს.

ხელშეკრულების შესახებ, რომელიც 2019 წლის 15 მარტს გაფორმდა სიუჟეტი ტელეკომპანია რუსთავი 2-მა მოამზადა. დოკუმენტით White & Case-ს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან სახელმწიფოს სახელით დადებულ კონტრაქტში ცვლილებების მომზადება ევალება.

"დამატებითი მისია გულისხმობს კლიენტისთვის სრულყოფილი იურიდიული მემორანდუმის მომზადებასა და გავრცელებას, სადაც გაანალიზებული იქნება ის სამართლებრივი შედეგები, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტას მოჰყვება. კონსულტანტმა უნდა წარმოადგინოს იურიდიული მემორანდუმის საწყისი პროექტი მოთხოვნის მიღებიდან 20 სამუშაო დღეში", – ნათქვამია გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

სააგენტომ მომსახურება გამარტივებული შესყიდვის წესით გააფორმა. შესყიდვის ღირებულება 80 000 დოლარია. ხელშეკრულების ვადა ერთი წელი.