344 წინააღმდეგი, 286 მომხრე — დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ბტრექსიტის გეგმა მესამედ ჩააგდო.

"ჩვენ ისევ ვერ შევძელით, ხმა მიგვეცა ევროკავშირიდან ორგანიზებული გამოსვლისთვის", — განაცხადა ტერეზა მეიმ კენჭისყრის შემდეგ.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გეგმას მხარს დაუჭერდა ბრექსიტი 22 მაისს მოხდებოდა. ახლა დეპუტატები 12 აპრილამდე უნდა გაერკვნენ როდის და როგორ სურთ ევროკავშირიდან გამოსვლა. თუ ამას არ გააკეთებ ისინი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გამოვლენ, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზულ პრობლემებს შექმნის.

პარლამენტმა უკვე დაიწყო ალტერნატივის ძიება, თუმცა 27 მარტს მორიგ კენჭისყრაზე დეპუტატმა ბრექსიტის რვა ვარიანტიდან არც ერთს არ დაუჭირეს მხარი.

დაუსრულებელი ბრექსიტი

დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა არც მთავრობა და არც პარლამენტი ბრექსიტის პირობებზე შეთანხმებული არაა. ამავე დროს, ევროკავშირმა ბრიტანეთს ვადა 12 აპრილამდე მისცა, რათა ამ ხნის განმავლობაში გაერკვეს რომელი ვარიანტი აწყობს. თუ ამ ხნის განმავლობაში თემთა პალატა ვერ ჩამოყალიბდება, მაშინ 12 აპრილს დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე მოუწევს.

პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მთავრობას ინიციატივის გამოხატვის უფლება უკვე ჩამოართვა და გადაწყვიტა, რომ გამოსავალი თვითონ მოეძებნა. 27 მარტის კენჭისყრამდე კი მეი დეპუტატებს დაპირდა, რომ გადადგება, თუ ბრექსიტის მის შეთანხმებას დაუჭერენ მხარს, რომელიც აქამდე მათ ორჯერ ჩააგდეს.

თუ მეის გეგმას მხარს დაუჭერენ ბრიტანეთი ევროკავშირიდან 22 მაისს გავა და ორწლიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყება. თუმცა აქაც არსებობს დაბრკოლება, რადგან თემთა პალატის სპიკერმა მთავრობას კენჭისყრაზე ორჯერ ჩაგდებული გეგმის გატანა აუკრძალა.

ამავე თემაზე: