ბიონსემ და ჯეი-ზიმ GLAAD-ის ჯილდო ოჯახის ლგბტ წევრებს, ბიძას და დედას მიუძღვნეს
GLAAD-ის მედია დაჯილდოებაზე ამერიკელ შემსრულებლებს, ბიონსესა და ჯეი-ზის საპატიო ჯილდო გადასცეს.
წყვილმა მისი მიღებისას შთამბეჭდავი სიტყვა წარმოსთქვა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში არსებული სტიგმების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.
"სტიგმის ქვეშ არიან შავკანიანების ოჯახებში მყოფი ქვიარი კაცები და ქალები", - თქვა ბიონსემ.
წყვილმა ასევე აღნიშნა ოჯახის ლგბტქი თემის წარმომადგენელი წევრების გავლენა მათზე.
ჯეი-ზიმ გაიხსენა დედა, გლორია კარტერი, რომელიც ლესბოსელია. მისი სიტყვები, რომელიც ჩრდილში ცხოვრებას ეხება, ჯეი-ზის ალბომში შესულ სიმღერაში Smile ისმის.
"მე საშუალება მომეცა გავყოლოდი მის ნაბიჯებს და გამევრცელებინა სიყვარული და მიმღებლობა, მას შემდეგ, რაც ჩემი სიმღერა ლამაზი სიტყვებით დაასრულა", - თქვა რეპერმა დედის შესახებ.
რაც შეეხება ბიონსეს, მან ჯილდო თავის დიდ ბიძას, ჯონის მიუძღვნა, რომელიც ასევე ჰომოსექსუალი იყო.
"მან სიმართლეში იცხოვრა. ის იყო ძლიერი, მამაცი და სამყაროს ბოდიშებს არ უხდიდა, იმ დროს, როცა ქვეყანას მისი მიღება არ სურდა".
ბიონსემ ასევე გაიხსენა ბიძა ჯონის ბრძოლა შიდსთან და თქვა, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული გამოცდილება იყო.
"ლგბტქი უფლებები ადამიანის უფლებებია. ადამიანის უფლებაა, უყვარდეს ის, ვინც აირჩია. როგორ აღიქვამ საკუთარ თავსა და იდენტობას, ასევე ადამიანის უფლებაა", - დასძინა მეგავარსკვლავმა.
GLAAD-ის მედია დაჯილდოება პირველად 1990 წელს გაიმართა. მასზე ლგბტქი ადამიანების დაცვისთვის და ასევე სამართლიანი წარდგენისთვის აჯილდოებენ.
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
კომენტარები