#8, ე.წ. გლდანის ციხის თანამშრომელი მსჯავრდებულისთვის მობილურის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს იუსტიციის სამინისტროდან მიაწოდეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქმეზე გამოძიება 2019 წლის 22 თებერვალს დაიწყო. პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი 13 მარტს დააკავეს, 15 მარტს კი აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.