ლეგენდარული ფრანგი რეჟისორი, ანიეს ვარდა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ The Hollywood Reporter-მა გაავრცელა.

ანიეს ვარდა ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო. 65-წლიანი კარიერის განმავლობაში, ვარდას 50-ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული.

2018 წელს ნომინირებული იყო ოსკარზე, ამავე წელს კი კინოაკადემიამ კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდო გადასცა.

წელს ბერლინის კინოფესტივალზე ლეგენდარულ რეჟისორს საპატიო ოქროს კამერა გადასცეს.