პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრების Youtube-ზე ატვირთვის ბრალდებით დაკავებულ მირიან მჟავანაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

მისი ადვოკატი, ლევან დავითაია ამბობს, რომ მჟავანაძე ბრალს აღიარებს. მისივე განმარტებით, ბრალდებულმა ვიდეო საკუთარი არხის პოპულარიზაციის მიზნით ატვირთა.

პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების კიდევ ერთხელ გავრცელების საქმეზე არასრულწლოვანი 27 მარტს დააკავეს. ამ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტით უკვე რამდენჯერმე გაავრცელეს.