კალიფორნიის შემდეგ, აშშ-ში ნიუ-იორკი რიგით მეორე შტატი ხდება, რომელიც პოლიეთილენის პარკებს აკრძალავს. ცვლილებისთვის შტატის ბიუჯეტიდან $175 მილიარდი გამოიყო.

პოლიეთილენს ქაღალდის პარკები ჩაანაცვლებენ. მათი ღირებულება 5 ცენტი იქნება.

როგორც ცნობილია, რამდენიმე საკითხის განხილვა ადგილობრივ მთავრობასა და კანონმდებლებს შორის ბოლომდე დასრულებული არაა. მათ შორისაა, თუ როგორ გამოიყენებს ბიუჯეტი ქაღალდის პარკების საფასურიდან მიღებულ შემოსავალს. საბოლოო კენჭისყრა კვირას, 31 მარტს გაიმართება.

გარემოს დაცვისთვის მიმართული ქმედება მილიონობით ნიუ-იორკელის ცხოვრებას შეცვლის. მაღაზიებს აეკრძალებათ პოლიეთილენის და ისეთი პარკების გაცემა, რომლებიც ბიოდეგრადირებადი არ არის.

კალიფორნიაში პოლიეთილენის პარკის გამოყენება 2016 წელს აკრძალეს.

ამავე თემაზე: