ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 55 წლის ნიკოლას ქეიჯმა ლას-ვეგასში სტილისტ ერიკა კოიკზე იქორწინა.

ახლად დაოჯახებული წყვილს მედია გაბედნიერებას ულოცავდა, თუმცა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ქეიჯმა ქორწინების გაუქმება ზუსტად ოთხი დღის შემდეგ მოითხოვა.

ნიკოლასი და ერიკა ერთმანეთს 2018 წელს შეხვდნენ და მალევე დაიწყეს ურთიერთობა. პაპარაცებმა ისინი პირველად პუერტო რიკოში, საზაფხულო არდადეგების გატარების დროს დააფიქსირეს.

ქეიჯისთვის ეს რიგით მეოთხე ქორწინება იყო. მსახიობის პირველი ცოლი პატრისია არკეტი გახლდათ, რომელთან ერთადაც ქეიჯმა შვიდი წელი გაატარა.

ამ ეტაპზე არც ნიკოლასს და არც ერიკაც ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.