2019 წლის 9 აგვისტოს ეკრანებზე ახალი საშინელებათა ფილმი Scary Stories to Tell in the Dark გამოვა.

მართალია ამ ფილმის რეჟისორი გილერმო დელ ტორო არ არის, თუმცა თუ პირველ ტრეილერს კარგად დააკვირდებით, შეატყობთ, რომ ამ ყველაფერში მისი ხელი ნამდვილად ურევია. გენიალური დელ ტორო ფილმის პროდიუსერია და წლის ყველაზე საშიშ ამბებსაც გვპირდება.

ფილმის სიუჟეტი 1968 წელს ვითარდება და თინეიჯერების შესახებ მოგვითხრობს. ისინი საზარელი მკვლელობებისა და მეგობრების გაუჩინარების ფონზე ცდილობენ იდუმალებით მოცულ არსებებს, სულებსა და მოჩვენებებს გაექცნენ.