კოჯორში მსახიობ თამუნა მუსერიძის აგარაკი გაქურდეს. ჟურნალისტებთან საუბრისას დაზარალებული ამბობს, რომ წაღებულია ნივთები, მათ შორის, სახლის კარი, ფანჯრები და ჭიშკარი. მისივე თქმით, შემთხვევის დროს სახლში არავინ იყო:

"წაღებულია ჭიშკარი, სახლის შესასვლელი კარი, ჟალუზები, ფანჯრები, მაგიდები, სკამები. რაც მოახერხეს, ალბათ ჯართში რაც უნდა ჩაებარებინათ ის წაიღეს. საქმე აღძრულია, დაკითხვაზე უკვე იყვნენ ოჯახის წევრები. ეჭვი არ გვაქვს არავისზე, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ გვაქვს ვის უნდა წაეღო ეს ნივთები".

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა.