საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გამოეხმაურა. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თარგმანის მიხედვით, ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას პირადი ცხოვრების უფლება:

"ინფორმაცია გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით პრესაში ვნახე. ეს სამწუხარო ფაქტი და პიროვნების პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფაა. ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება და ვიმედოვნებ და ველი, რომ მთავრობა ამ საკითხს ყურადღებით შეისწავლის. მათ ამის შესახებ უკვე განაცხადეს".

ბოლო 2 თვის განმავლობაში პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში სამჯერ გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, ატვირთვისა და გავრცელებისთვის ბრალი 19 პირს აქვს წაყენებული.