ავსტრიელი მომღერალი კონჩიტა ვურსტი მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან ევროვიზია 2014-ზე საკუთარი ქვეყნის სახელით სიმღერა Rise Like a Phoenix შეასრულა და მაყურებლის გადაწყეტილებით, ის ამავე წლის გამარჯვებულიც გახდა.

გარდა საკუთარი ვოკალური შესაძლებლობებისა, კონჩიტამ ადამიანების ყურადღება თავისი განსაკუთრებული სტილითაც მიიქცია — ევროპის უდიდეს სცენაზე, რომლის მიმართაც მილიონობით მაყურებლის ყურადღება იყო მიპყრობილი ის ულამაზესი კაბითა და მოშვებული წვერით წარდგა, რაც მას ყველა სხვა კონკურსანტისგან გამოარჩევდა.

მართალია, მას შემდეგ წლები გავიდა, თუმცა, ავსტრიელი მომღერლის შემოქმედებასა და სტილს დღემდე არ დაუკარგავს აქტუალურობა.

მეტიც, კონჩიტა ვურსტმა ახლახანს ახალი ვიდეოკლიპი გამოუშვა, სადაც ახალი, სრულიად განსხვავებული იმიჯი აქვს მორგებული.

აი, ვიდეოკლიპიც, რომელსაც Hit Me ჰქვია და რომელსაც იუთუბზე უკვე ორ მილიონამდე ნახვა აქვს:

თქვენი აზრით, ძველი იმიჯი უფრო უხდებოდა კონჩიტას, თუ ახალი?