CNN-ის ინფორმაციით, სინგაპურში ბანგლადეშის 8 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ბანგლადეშში, სავარაუდოდ, ტერორისტული აქტის მოწყობას გეგმავდნენ.

სინგაპურის მთავრობის განმარტებით, დაკავებულები ბანგლადეშის ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან და სირიაში წასვლას იმისთვის აპირებდნენ, რომ ISIS-ის წევრები გამხდარიყვნენ. მათივე თქმით, როდესაც აღნიშნული პირები მიხვდნენ, რომ სირიაში გადასვლა ადვილი არ იქნებოდა, გადაწყვიტეს ბანგლადეშის მთავრობის დამხობა და მისი აისისთვის დაქვემდებარება.

ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, აღნიშნული პირები სინგაპურზე თავდასხმას არ აპირებდნენ.