მართალია, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის სექსი დიდ ქალაქში გაგრძელება მესამე ფილმის სახით აღარ გამოდის, თუმცა, ამ შოუს ფანებისთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს.

წიგნის ავტორმა, ქენდის ბუშნელმა ნიუ-იორკზე, სექსზე, სიყვარულსა და პაემნებზე ახალი წიგნი Is There Still Sex in the City? დაწერა. წიგნი გაყიდვაში 2019 წლის აგვისტოში გამოვა, თუმცა უკვე შედგა მოლაპარაკება მწერალსა და Paramount Television-ის ხელმძღვანელობას შორის.

შესაბამისად, მალე ზემოთხსენებული წიგნის მიხედვით სერიალს გადაიღებენ და მაყურებელს ახალი თავშესაქცევი ექნება.

როგორც ცნობილია, ქენდისმა უკვე დაწერა საპილოტე სერიების სცენარი და მალე მისი გადაღებებიც დაიწყება.

წიგნის და მალე უკვე სერიალის სიუჟეტი კვლავ ნიუ-იორკში ვითარდება და რამდენიმე მეგობრის შესახებ მოგვითხრობს. ეს არის ისტორია იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო 50 წელს გადაცილებული ქალი, ცხოვრობდე მანჰეტენზე, დადიოდე პაემნებზე, გქონდეს სექსი, გყავდეს ოჯახი, იყო განქორწინებული და ა.შ.

ასე რომ, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ახალ სერიალს და ვნახოთ, ისევე შეგვაყვარებენ თუ არა თავს ახალი გმირები, როგორც ეს კერიმ, სამანტამ, მირანდამ და შარლოტამ შეძლეს.