თეთრი ხმაურის მოძრაობა: სახელმწიფო თავს იკავებს, წინასაარჩევნოდ დასაჯოს პოლიციელი
თეთრი ხმაურის მოძრაობა დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, საქმეზე გამოძიების დაწყება სამოქალაქო პროტესტისა და საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის დამსახურებაა.
ისინი ყურადღებას ამახვილებენ სტურუას ოჯახის წევრების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტზეც. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო როგორც გარდაცვლილის, ასევე დაკავებულის ოჯახის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ისინი სახელმწიფოს და პოლიციას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ:
"მმართველ ძალას ახსოვს, თუ როგორ მოვიდა ხელისუფლებაში სწორედ ამ დროს, 4 წლის წინ პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობის დამადასტურებელი ვიდეომასალით".
ასევე, მოძრაობა აცხადებს, რომ სახელმწიფო თავს იკავებს წინასაარჩევნოდ დასაჯოს პოლიციელი, რადგან არჩევნების დროს პოლიცია ხელისუფლების ერთგვარი რესურსია.
მოძრაობა გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემის მოგვარებას კანონმდებლობის ცვლილებაში ხედავს. ისინი მთავრობისგან მოითხოვენ ,კანონში ცვლილება არჩევნებამდე მოხდეს.
თეთრი ხმაურის მოძრაობის მთავარი მოთხოვნებია:
- თანამდებობიდან გათავისუფლდეს სამტრედიის პოლიციის უფროსი;
- შეიქმნას გამოძიების მონიტორინგის ჯგუფი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით და დაიწყოს გამოძიება სისტემური დანაშაულის გამოვლენის მიზნით;
- მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდეს გამოძიება დემურ სტურუას, ლაშა ბახუტაშვილის, ბესო ხუციშვილის და ლევან აბზიანიძის საქმეებზე;
- დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყდეს ნარკოტესტირების ღირსების შემლახავი პრაქტიკა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებული იყოს განრიდება;
- პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საპროცესო შეთანხმების პირობების ცვლილების თაობაზე 260-ე მუხლით გასამართლებული პირებისათვის: თუკი საქმეში მტკიცებულებად არსებული ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობა არ აღემატება ამ ნივთიერების მოხმარების საშუალო დღიურ დოზას, მსჯავრდებულს სასჯელი პირობითად ჩაეთვალოს, ხოლო ისინი, ვინც პირობითი სასჯელის ნახევარზე მეტი მოიხადა, გათავისუფლდნენ პირობითი მსჯავრისაგან.
- პარლამენტის შეკრებამდე მუშაობა განაახლოს ანტინარკოტიკულმა უწყებათაშორისმა საბჭომ, რათა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე შეთანხმება, კერძოდ კი ნივთიერებათა ოდენობის დადგენის და სასჯელის ზომის გადასინჯვის თაობაზე.
მოთხოვნების შესასრულებლად მოძრაობა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, მთავრობას, შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მთავარ პროკურატურას და ყველა მონაწილე მხარეს მიმართავს და დღეს საღამოს 8:30 კანცელარიასთან სანთლების აქციას გეგმავს.
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები