ერთი ბეწო საჭმელების კეთება ხელოვანების სამყაროში ახალი ტრენდია და მსოფლიოს გარშემო არაერთი ნიჭიერი ადამიანი ყოველდღიური ნივთების, პროდუქტებისა და ცხოველების მინიატურულ ვერსიებს ქმნის — მათ შორის არის ქართველი ემიგრანტი მერი ჭიჭიაშვილიც.

მერი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ახერხებს, რომ თავისუფალი დრო პაწაწინა ხინკლების, ყველის, მწნილისა, თუ სხვა ფიგურების გაკეთებას დაუთმოს.

"თიხა, ფაიფური, თაბაშირი — მინიატურული ფიგურების გასაკეთებლად ყველანაირ მასალას, სამშენებლო მასალებსა და საკვებ პროდუქტებსაც კი ვიყენებ. გამორჩეულად საყვარელი ფიგურა არ მაქვს, მაგრამ ძალიან მომწონს, როდესაც ბებიების თემაზე ვმუშაობ", — ამბობს მერი On.ge-სთან საუბრისას.

დაათვალიერეთ ქართველი ხელოვანის საინტერესო ნამუშევრები, რომელთა ფოტოებსაც ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აზიარებს და უკვე ათასობით გამომწერი ჰყავს:

ფოტო: My Tiny World

ფოტო: My Tiny World

ფოტო: My Tiny World

ფოტო: My Tiny World

ფოტო: My Tiny World

ფოტო: My Tiny World

ფოტო: My Tiny World

ფოტო: My Tiny World

ფოტო: My Tiny World

ფოტო: My Tiny World

ფოტო: My Tiny World

ფოტო: My Tiny World

ფოტო: My Tiny World

ფოტო: My Tiny World

ფოტო: My Tiny World