ვერ დავუშვებთ უსაფუძვლოდ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობას — სამინისტროს პასუხი მფრინავ ქალს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ყოფილ სამხედრო მფრინავს, ეკა ქვლივიძეს მსახურების პერიოდში გენდერული დისკრიმინაციის შესახებ წერილობით არ უცნობებია და მას შემდეგ განაცხადა, რაც უწყებამ კონტრაქტის დარღვევისთვის სასამართლოში უჩივლა. უწყების განცხადებით, "უსაფუძვლოდ" კონტრაქტის პირობების დარღვევას ვერ დაუშვებენ.
სამინისტროში ამბობენ, რომ 2017 წლის 30 მაისს ქვლივიძესთან გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. მათი თქმით, ხელშეკრულების პირობების თანახმად მივლინების ვადების ჩათვლით სამსახურის ვადა განისაზღვრა 8 წლით. მათივე თქმით, აღნიშნულის საფუძველზე ქვლივიძე 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე იმყოფებოდა მივლინებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიაციის კაპიტნის საკარიერო მომზადების კურსზე.
უწყებაში ამბობენ, რომ ამ კურსზე მისი გადამზადებისთვის დაიხარჯა 49 ათასი დოლარი. მათი თქმით, ამ თანხას ემატება ათობით ათასი ლარი საქართველოში წლების განმავლობაში მის გადამზადებაზე დახარჯული სახსრების სახით.
უწყების განცხადებით, ამის მიუხედავად აშშ-დან დაბრუნების შემდეგ 4 თვეში ქვლივიძემ დათხოვნის მოთხოვნით მიმართა უწყებას, მოტივაციის მითითების გარეშე. მათი თქმით, აცნობეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, რაც ქვლივიძემ ხელმოწერით დაადასტურა. მათივე თქმით, კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა კანონის მიხედვით მოითხოვეს.
უწყებაში ამბობენ, რომ სამინისტროში არსებობს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფი, რომელსაც საკონსულტაციო ფუნქცია აქვს და ნებისმიერ სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია მიმართვა. მათი თქმით, ქვლივიძეს დახმარებისთვის არავისთვის მიუმართავს. მათივე თქმით, ქვლივიძეს გენდერული დისკრიმინაციის ბრალდებაზე არ წარუდგენია არგუმენტები და მტკიცებულება და უწყებას მხოლოდ თანამდებობს დატოვების შემდეგ მიმართა.
ყოფილი მფრინავი ამბობს, რომ გენდერული დისკრიმინაციის გამო იძულებული გახდა უწყებიდან წამოსულიყო. მისი თქმით, ხელმძღვანელმა უთხრა, რომ უწყების ინტერესებში არ შედიოდა ქალი მფრინავზე დაეხარჯა არსებული მცირე რესურსები. მისივე თქმით, ამ დროს ხელძღვანელის ფუნქციას სამხედრო მოსამსახურე სიმონ წიკლაური ასრულებდა.
"იმისათვის, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მემსახურა და სამხედრო მფრინავი ვყოფილიყავი ძალიან ბევრი სტერეოტიპი დავარღვიე, ბევრი ვიბრძოლე. ძალიან ბევრი სასწავლო კურსი გავიარე, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო. ყველა წარმატებით და არცერთი საყვედური არ მიმიღია. იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი მოწოდება", — აცხადებს ქვლივიძე.
ქვლივიძის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს. მათი განცხადებით, უწყება კონტრაქტის გაწყვეტის გამო 28 000 ლარიან ჯარიმას ითხოვს, რაც აბსურდულად მიაჩნიათ.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები