ტაბულამ რამდენიმე წუთის წინ ის სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლის შესახებაც პარტია გირჩის წევრმა გადაცემაში 2030 ისაუბრა.

მეგრელიშვილის თქმით, ის და გირჩის რამდენიმე წევრი ზახარ ზახარიჩში ელოდებოდნენ ხინკალს, როცა ტაბულას ჟურნალისტმა მას დაურეკა:

"ხინკალს ველოდებოდით 1 საათის განმავლობაში და 2 წუთის ინტერვალით ტაბულას ჟურნალისტი გვირეკავდა. ჩემთან საუბარი იყო შემდეგი, თუ პარლამენტში ჩვენი გაერთიანება შევიდოდა, ითანამშრომლებდა თუ არა ის ქართულ ოცნებასთან, დასახელებული იყო სხვა პოლიტიკური ძალებიც, მათ შორის ირმა ინაშვილი. კატეგორიულად გამოვრიცხე ეს, რაც სიტყვასიტყვით ტაბულამ გადაწერა, ყველანაირად ვცდილობდი ამეხსნა ჟურნალისტისთვის, რომ ჩემთვის მტერი ამ ქვეყანაში არავინ არ არის".

მეგრელიშვილის თქმით, ის მტერს არ ხედავს არც ნაციონალურ მოძრაობაში და არც ქართულ ოცნებაში, მისი თქმით, მას ჟურნალისტისთვის ამისი ახსნის საშუალება არ ჰქონდა.