საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფმა ადგილობრივი ორგანიზაციებისგან დასაბუთებული მოსაზრებების მიღება დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საწყის ეტაპზე, მოკვლევის ჯგუფთან თანამშრომლობის სურვილი 30-მა ორგანიზაციამ დაადასტურა, საკითხზე დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებები 16-მა ორგანიზაციამ წარმოადგინა.

"დასაბუთებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოსაზრებების გათვალისწინებით ასევე, აღმასრულებელი უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოვკვეთავთ იმ ძირითად საფრთხეებს, რომელიც საქართველოში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებას უკავშირდება. ვიმსჯელებთ, კიდევ რა ღონისძიებებია გასატარებელი, როგორც საკანონმდებლო ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე დეზინფორმაციის და პროპაგანდის ზემოქმედების საფრთხეების შესამცირებლად", — განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მოკვლევის ჯგუფი, საჭიროების შემთხვევაში, გამართავს ზეპირ მოსმენებს იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მონაწილეობით, რომლებმაც, დასაბუთებული მოსაზრებები წარმოადგინეს. მოკვლევის პროცესში, ასევე მოუსმენენ აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლებს. მოკვლევის პროცესის ბოლოს, ჯგუფი შეიმუშავებს დასკვნას და რეკომენდაციების პროექტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარსადგენად.

დასაბუთებული მოსაზრებები წარმოადგინეს შემდეგმა ორგანიზაციებმა:

  • CIPDD — მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი;
  • IDFI — ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  • GFSIS — საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - რონდელის ფონდი;
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ;
  • NDI — ეროვნული დეკორატიული ინსტიტუტი;
  • CRRC — კავკასიისკვლევითი რესურსების ცენტრი;
  • GRASS — საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
  • TI — საერთაშორისო გამჭვირვალობა ;
  • MDF — მედიის განვითარებისფონდი;
  • GSAC — საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი;
  • საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაცია;
  • თბილისის ლიბერალური აკადემია;
  • ტაბულა;
  • საია — ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • IRI — საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი.