საპენსიო ფონდის გაკოტრება არის გამორიცხული — საპენსიო სააგენტოს დირექტორი
საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე დარწმუნებულია, რომ საპენსიო ფონდის გაკოტრება გამორიცხულია. ამის შესახებ მან ტოკ-შოუ არჩევანში განაცხადა.
ლევან სურგულაძის თქმით, თანხას, რომელსაც მოქალაქეები აგროვებენ, ვერ შეეხება ვერავინ, მათ შორის, სასამართლოც.
"ეს ფონდი არის დაგროვებითი საპენსიო ფონდი. ანუ, თქვენ, პრაქტიკულად, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გერიცხებათ თანხა. ეს ფული უკვე თქვენია, თქვენი პირადი და ხელშეუხებელი და უპირობო საკუთრებაა და დაცულია უფრო მეტად, ვიდრე თქვენი ნებისმიერი სხვა საკუთრება, ისეთი, როგორიც არის სახლი, მანქანა, გნებავთ ფული ბანკში იმიტომ, რომ ამ თქვენს აქტივებზე არ ვრცელდება არანაირი აღსრულების მექანიზმი. ვისი ვალიც არ უნდა გქონდეთ თქვენ, ამ თქვენს დანაზოგს ვერავინ შეეხება, მათ შორის, სასამართლოც", — განაცხადა ლევან სურგულაძემ.
ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხით მოსახლეობა უფრო მეტ სარგებელს ნახავს, ვიდრე ბანკში გაკეთებული დანაზოგით.
"საპენსიო ფონდის გაკოტრება არის გამორიცხული, იმიტომ, რომ ინვესტირება ხდება მაღალი დონის პროფესიონალების მიერ. ეს იქნება დივერსიფიცირებული ფონდი. გამოცხადებული გვაქვს საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე ვაკანსიები, იქნებიან მაღალი რანგის პროფესიონალები, დიდი გამოცდილებით ამ სფეროში და ასევე შევარჩევთ უფროს საინვესტიციო ოფიცერს, რომელიც უშუალოდ განახორციელებს საინვესტიციო პროცესს", — ამბობს სურგულაძე.
საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე ვაკანსია 23 მარტს გამოაცხადა. როგორც ვაკანსიის ტექსტშია აღნიშნული, საბჭოს წევრის წლიური მინიმალური ხელფასი $60 ათასი იქნება, ამას ემატება სამგზავრო ხარჯები. საინვესტიციო საბჭოში ხუთი წევრი იქნება, შესაბამისად წელიწადში მათი ხელფასისთვის მინიმუმ $300 ათასია გათვალისწინებული. საბჭოს წევრს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ.
დაგროვებითი პენსია
დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სქემაში ჩართვა სავალდებულოა. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. კანონის მიხედვით, 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი — სახელმწიფო.
სააგენტოს ხელმძღვანელი 50 წლის ლევან სურგულაძეა. შესაბამისად, მას ამ სქემაში ჩართვის ვალდებულება არ აქვს. მისი ხელფასი კი 15 ათასი ლარია.
გაიგე მეტი: რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე — მოკლედ
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
კომენტარები