მას შემდეგ, რაც სალაშქრო ჩანთით უკმაყოფილო დარჩა, 14 წლის აკე ნორდინმა გადაწყვიტა რომ დედამისის საკერავი მანქანით ზურგჩანთა შეეკერა.

ის სასურველი დიზაინის შექმნის პროცესს მარტივი გენიალურობით მიუდგა — ჩანთის წონა დამოკიდებულია პოზიციონირებაზე და იმისთვის, რომ ჩანთა კომფორტული იყოს, ჩანთის სიმძიმის ცენტრი ახლოს უნდა იყოს ხერხემალთან.

1960 წელს, პირველი ჩანთის შეკერვიდან 10 წლის შემდეგ, მან Fjällräven დააფუძნა და თავი დაიმკვიდრა ბაზარზე, რის შემდეგაც მისი პროდუქცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა.

ფოტო: Fjällräven

შვედური კომპანია მთასვლელთა პროდუქციას უკვე თითქმის 60 წელია, აწარმოებს.

კომპანიის მთავარი ბესტსელერი ზურგჩანთა Fjällräven Kånken-ია, რომელიც თავდაპირველად 1978 წელს, სკოლის მოსწავლეებისთის შეიქმნა. იმ დროს უფრო და უფრო მეტი მოსწავლე უჩიოდა ხერხემლის ტკივილს ტრადიციული ზურგჩანთების გამო. დღეს Kanken ზურგჩანთა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება, ყველაზე აქტიური მომხმარებლები კი 12-25 წლის ასაკის გოგოები არიან.

Fjällräven Kånken-ის შეძენა საქართველოში, Buyers.ge-ზე შეგიძლიათ. ზომები და ფერები შეგიძლიათ თქვენს განწყობასა და გემოვნებას მოარგოთ.

ცისფერი თუ ვარდისფერი?

ან იქნებ მინი-ვერსიები გირჩევნიათ?

ფოტო: BUYERS

ფოტო: BUYERS

ფოტო: BUYERS

ყველასთვის მოიძებნება ჩანთა, რომელიც მთელი გულით შეუყვარდება.