მეგრელიშვილი: ზახარ ზახარიჩში ველოდებოდი ხინკალს, როცა ტაბულას ჟურნალისტმა დამირეკა
პარტია გირჩის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გუშინ 2030-ში სტუმრობისას პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას საუბარში მის შესახებ გამოთქმულ პრეტენზიებზე განმარტებები გააკეთა.
მისი თქმით, ეს იყო კომიკური სიტუაცია, რომელიც მოხდა იმ საღამოს, როდესაც გაერთიანებულმა ბლოკმა საპარლამენტო სია დაასახელა და გირჩის 15-მდე წევრი შეიკრიბა:
"წავედით ზახარ ზახარიჩში ხინკლის საჭმელად. ხინკალს ველოდებოდით 1 საათის განმავლობაში და 2 წუთის ინტერვალით ტაბულას ჟურნალისტი გვირეკავდა. ჩემთან საუბარი იყო შემდეგი, თუ პარლამენტში ჩვენი გაერთიანება შევიდოდა, ითანამშრომლებდა თუ არა ის ქართულ ოცნებასთან, დასახელებული იყო სხვა პოლიტიკური ძალებიც, მათ შორის ირმა ინაშვილი. კატეგორიულად გამოვრიცხე ეს, რაც სიტყვასიტყვით ტაბულამ გადაწერა, ყველანაირად ვცდილობდი ამეხსნა ჟურნალისტისთვის, რომ ჩემთვის მტერი ამ ქვეყანაში არავინ არ არის".
მეგრელიშვილის თქმით, ის მტერს არ ხედავს არც ნაციონალურ მოძრაობაში და არც ქართულ ოცნებაში, მისი თქმით, მას ჟურნალისტისთვის ამისი ახსნის საშუალება არ ჰქონდა:
"მე დარწმუნებული ვარ ზვიად გამსახურდიას 100 პროცენტიან პატრიოტულ მიზნებში, ის თავსაც შესწირავდა სამშობლოს, მაგრამ მისი ქმედებების შედეგები იყო პრორუსული. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ იარლიყები კი არ უნდა მივაწეროთ პოლიტიკურ ძალებს, უნდა ვიფიქროთ, რა შედეგებს მოუტანს საქართველოს ესა თუ ის მოქმედება და ეს შედეგი სასარგებლო იქნება ჩვენი მტრისთვის თუ ჩვენი მოყვარისთვის. ასეთი პოზიცია მაქვს მე".
მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები პარლამენტში სათანამშრომლოდ უნდა მიდიოდნენ და არასწორია ოპონენტებით მტრის ხატით შექმნა:
"ვითამაშოთ მაშინ რადიკალური და დაუმორჩილებელი ოპოზიციის როლი და თუ ისე არ იქნება, როგორც ჩვენ გვინდა, გამოვალთ რუსთაველზე და დავაბინძურებთ იქაურობას? მე პირადად, მსგავს ქმედებას არ ვაპირებ".
ტაბულას რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა ვახტანგ მეგრელიშვილს და აღნიშნა, რომ აპირებს ჟურნალისტისა და მეგრელიშვილის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები