ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტში ბავშვთა კოდექსის განხილვაზე თქვა, რომ ბავშვები მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე ღამის კლუბში 18 საათის შემდეგ არ დაიშვებიან.

სოფო კილაძის თქმით, კანონპროექტში არ იყო დაზუსტებული, რომელი საათიდან არ შეეძლებოდათ ბავშვებს ღამის კლუბში შესვლა. დოკუმენტში მხოლოდ ის იყო მითითებული, რომ ბავშვები კლუბში მშობლის თანხლების გარეშე ღამის 12 საათამდე არ დაიშვებიან.

საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვი არის 18 წლამდე ადამიანი.